ტაძრის მშენებლობა პირდაპირ ეთერში.  Строительство храма в прямом эфире. The construction of the temple is live.

 



სტატისტიკა Статистика Statistics

საიტის მენიუ Меню сайта Site menu

2009/2010
 




















მთიულეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავსმდინარე თეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს - ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთით - თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით - გუდამაყარი, დასავლეთით - ლომისის ქედი.
თავდაპირველად მთიულეთი ეწოდებოდა ცხავატის თემს, XIII საუკუნიდან ხადა-ცხავატს, მთიულეთშივე შედიოდა ხანდო. ხშირად მთიულეთად იგულისხმებოდა აგრეთვე გუდამაყარიც. დღესდღეობით მთიულეთად დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით მდებარე ტეროტორია მიიჩნევა. ცენტრად კი, დაბა ფასანაური. გადმოცემის თანახმად, მთიულეთში ქრისტიანობა უქადაგია ქართველთა გამანათლებელ ნინოს. IX საუკუნის 50-იან წლებში არაბთა ლაშქარმა ბუღა თურქის სარდლობით ცხვატამდე მიაღწია, მაგრამ მთიულებმა მტერი უკუაქციეს. XIII საუკუნის დასაწყისში, თამარის მეფობის ხანაში, მთიულები აქტიურად მონაწილეობდნენ ცენტრალურ ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებული ფხოველებისა და დიდოელების დასამორჩილებლად მოწყობილ სტრატეგიული მდებარეობის გამო თავიდანვე სამეფო ხელისუფლების ყურადღებას იქცევდა. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში 90-იან წლებში მისი გამგებლები იყვნენ ქართლის ამირთამირა აბულასანი, შემდეგ - მანდატურთუხუცესი ჭიაბერი. XIV საუკუნის დასაწყისში მთიულეთი ქსნისა და არაგვისერისთავთა ბრძოლის ასპარეზი გახდა. მეფე ვახტანგ III-ის დახმარებით ქსნის ერისთავი შალვა ქვენიფნეველი დაეუფლა მთიულეთის დიდ ნაწილს - მდინარე თეთრი არაგვის მარჯვენა სანაპიროს - ღუდადან ხანდომდე. შემდეგში ამ ტერიტორიას არაგვის ერისთავები განაგებდნენ. მთიულეთი არაგვის საერისთავოში შედიოდა 1742 წლამდე, შემდგომში იგი საუფლისწულო მამული იყო. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ, 1804 წელს, მთიულეთში იფეთქა გლეხთა აჯანყებამ. მთიულეთში შემორჩენილია ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი. ადმინისტრაციულ–ტეროტორიული დაყოფის თვალსაზრისით, მთიულეთი დუშეთის რაიონის შემადგენლობაში შედის.


«  ნოემბერი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

ძებნა поиск Search

დატოვეთ შეტყობინება Оставьте сообщение. Leave a message.

100

საგალობლები  Церковное пение. Ecclesiastical chant.

free counters
Free counters
 
Create a free website with uCoz