ტაძრის მშენებლობა პირდაპირ ეთერში.       ვ ი დ ე ო    მ ა რ შ უ ტ ე ბ ი   ტ ა ძ რ ე ბ ი ს კ ე ნ!



სტატისტიკა

საიტის მენიუ

უფალო, იესო ქრისტეო, ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალე ჩვენ!

ვიდეო ფაილები გადმოწერილია საპატრიარქოს ტელევიზიიდან  "ერთსულოვნება"


დილის 6 საათზე



დილის 9 საათი



დილის 12 საათი



დღის 3 საათი


დღის 6 საათი



საღამოს 9 საათი



ღამის 12 საათი



ლოცვა სნეულთათვის


 


შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღ ადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ყოველსა სნეულებასა ზედა
მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კვალად განკურნებ, ძმათა ამათ ჩუენთა ზედა სნეულთა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნენ მონანი ესე შენნი (სახელები) და აღადგინე იგინი ცხედრისაგან სნეულებისა მათისა და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისასა და განაშორე ამათგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმობა და ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალება, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამათ თანა ბრალი, გინა უსჯულოება მოუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის. ჰე უფალო, შეიწყალე დაბადებულნი ესე შენნი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


 

 


 

მგზავრობის ლოცვა


 

 


 


გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ ქრისტე, მოგზაური ანგელოსი აწ მოუვლინე მონასა შენსა მფარველად, ვითარცა ოდესმე ტობიას და ყოვლისაგან ბოროტისა და ყოვლისა კეთილმითვალულებასა შინა უვნებელად დამცუელი სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლო კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა ლუკასა და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი მაცხოვარ, თანა მავალ ექმენ აწ მონასაცა ამას შენსა მგზავრობის მნებებელსა, და იხსენ იგი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალ-გიძს რაოდენიცა გენებოს ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელი ჭეშმარიტი და ცხოველი გზა ხარ, რომელმან წმიდისა იოსებ დამწინდველისა და ყოვლად-წმიდისა ქალწულისა დედისა შენისა თანა ეგვიპტეს შინა მოგზაურობაჲ ინებე და ლუკას და კლეოპას ემმაუს შინა თანა მავალ ექმენ, აწცა, ყოვლადწმიდაო მეუფეო, მდაბლად გევედრებით შენ: მონათაცა ამათ შენთა, მადლითა შენითა თანამავალ ექმენ, და ვითარცა მონასა შენსა ტობიას, ეგრეთვე ამათცა ანგელოზი მფარველი და წინამძღვარი მოუვლინე, მცუელი და მხსნელი ხილულთა და უხილავთა მტერთა ყოვლისა გარემოდგომილებისაგან, და მცნებათა შენთა აღსრულებისა მასწავლელი, მშვიდობით და წარმატებით და ხორცთა მრთელობით და უშფოთველად სახლსა თჳსსა მომყვანებელი; და სადიდებელად შენისა მოეც მათ ყოველი კეთილი, წარმატებით აღსრულებად განზრახვისა მათისა შენდა სათნო ყოფისა გამო. რამეთუ შენი არს შეწყალება და ხსნაჲ ჩუენი და შენდა დიდებასა აღუავლენთ თანა დაუსაბამოჲთ მამით შენით და ყოვლად წმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა მგზავრობის მნებებელთათვის
ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ
ჰოჲ, ყოვლად წმიდაო დედუფალო ჩემო, ღმრთისმშობელო ქალწულო, ოდიღიტრია, მფარველო და სასოებაო ხსნისა ჩემისაო, გზასა ამას, წინადაგებულსა ჩემსა, აწცა მნებავს წარსვლად და ჟამსა ამას მგზავრობისა ჩემისასა შეგვედრებ შენ, ყოვლად მოწყალესა დედასა ჩემსა, სულსა და ხორცსა ჩემსა, ყოველთა გონიერთა და ხორციელთა ძალთა ჩემთა, და სრულად მინდობილ ვარ ძლიერსა მოხედვასა შენსა. ჰოჲ, სახიერო თანამგზავრო და მფარველო ჩემო, გულსმოდგინედ გვედრი შენ, რათა არარაჲ მევნოს მე გზასა ამას, არამედ წინამძღვარ მექმენ მე მას ზედა და წარმიმართე იგი ყოვლად-წმიდაო, ოდიღიტრია, ვითარცა თჳთ უწყი სადიდებელად ძისა შენისა, უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესი. შემწე მექმენ მე ყოველსა ზედა, უმეტესად ჟამსა ამას შორისა და სამძიმოსა მგზავრობისასა დამიფარე მე ძალმოსილითა საფარველითა შენითა ყოველთაგან ჩემზედა მომავალისა ჭირთა და მწუხარებათაგან, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, და ევედრე ჩემთჳს, ჰოჲ, დედუფალო ჩემო, ძესა შენსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რათა მომივლინოს მე შეწევნად ანგელოსი თჳსი მშვიდობისა, ჭეშმარიტი წინამძღვარი და მცუელი, ვითარცა ძველად მოუვლინა მონასა თჳსსა ტობიას რაფაელი ყოველსა ადგილსა და ყოველსა ჟამსა მგზავრობისა მისისასა მცუელი მისი ყოვლისა ბოროტისაგან; რათა ეგრეთვე მგზავრობისა ჩემისა მშვიდობით წარმმართველმან, და ზეციურითა ძალითა თჳსითა ჩემისა დამფარველმან, ღირს მყოს უვნებელად, მშვიდობით და სიმრთელით სახლსა შინა თჳსსა დაბრუნებად, სადიდებელად წმიდისა სახელისა მისისა, რათა ვადიდებდე და ვაკურთხევდე მას ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და შენცა აღგამაღლებდე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


 

 


 

დედის ლოცვა


 

 


 

ჰოი, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, მამაო, ძეო და წმიდაო სულო!
გევედრები შენ, უფალო, დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა და უცნაურისა სიკვდილისაგან და ღირს ჰყავ ისინი ზეცისასა შენსა სასუფეველსა. დაუსაბამოისა მამისა, თანადაუსაბამოით შენით ძითურთ და ყოვლად-წმიდით და სახიერით და ცხოველისმყოფელით სულით შენითურით, თაყვანის გცემ არსობით და გევედრები, ნუ დახშავ საუნჯეთა შენთა შვილთა ჩემთათვის (სახელები).
ნუ მოიძულებ მეფეო, რამეთუ ხელთა შენთა ქმნილნი არიან. დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ამა სოფლის ამაოებათა ხიბლისაგან, არამედ სრულიად აღავსე გულნი მათნი სულითა შენითა წმიდათა, რათა ყოველნი მათნი საქმენი წარემართნონ სულიერთა შენთა კეთილთა და საუკუნო ცხოვრებისაკენ. ამინ! ამინ! ამინ!
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო!
იხსენ და დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ცილისწამებისაგან, ყოვლისაგან ჭირისა და უეცარი სიკვდილისაგან.
შეიწყალენ შვილნი ჩემნი ჟამთა დღისათა, განთიადისა და მწუხრისა და ყოველთა ჟამთა შინა, მძინარენი დაიცევ, დაიფარე და შეზღუდე. დაიცევ შვილნი ჩემნი დედუფალო ყოველთაგან მტერთა ხილულთა და არახილულთა, ყოველთა ჟამთა და საქმეთა ექმენ შვილთა ჩემთა, დედაო, გადაულახავ კედლად და მტკიცე შემწად. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაილ!
შეეწიე შვილთა ჩემთა (სახელები), დაიცევ ისინი ყოვლისაგან ძვრისა, ცეცხლისა, მახვილისა, ქარისაგან მომსვრელისა და ყოვლისაგან ბოროტისა და სიკვდილ შემოსილისა წყლულებისა. დაიცევ ისინი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, მხედართმთავარო უფლისაო, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


 

 


 

ლოცვა საზრდელის მიღების წინ


 

 


 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ! მიმადლებულო მარიამ, უფალო შენთანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის). მუფეო ზეცათაო გვაკურთხენ.


 

 


 

ლოცვა საზრდელის მიღების შემდეგ


 

 


 

გმადლობ შენ, ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რამეთუ განმაძღე ჩვენ კეთილთა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩვენ ზეცისასა შენსა სასუფეველსა, არამედ, ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩვენთანა და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ.
ღირს არს ჭეშნმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზეცთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. დიდება, აწდა. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის) მეუფეო ზეცათაო გვაკურთხენ.
(მეუფეო ზეცათაოს ნაცვლად აღდგომიდან ამაღლებამდე იკითხება ტროპარი):
'"ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი" (3-გზის)
(ღირს არსის ნაცვლად აღდგომიდან ამაღლებამდე იკითხება): "ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კვალად გიხაროდენ. ძე შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკვდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და შენცა იშვებდი, ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა".


 

 


 

ლოცვა ყოველი თხოვნის ასრულების შემდეგ


 

 


 

მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი შენნი, უფალო დიდთა ქუელისმოქმედებათა შენთათვის, რომელიცა ჰქმენ ჩუენ ზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხებთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილმოწყალეობასა და მონებრ სიყვარულით გიღაღადებთ შენ, კეთილისმყოფელო ჩვენო მაცხოვარ, დიდება შენდა.
დიდება,
ქველისმოქმედებათა შენთა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირს-ქმნილნი უხმარნი მონანი შენნი, მეუფეო, გულისმოდგინედ შენდა მომართ მოვილტვით, და მადლობასა ძალისაებრ შევსწირავთ, და შენ, ვითარცა კეთილისმყოფელსა და შემოქმედსა დიდებით გიღაღადებთ: დიდება შენდა, ღმერთო, ყოვლად მოწყალე.
აწ და.


 

 


 

ლოცვა სულიერი მოძღვრისათვის


 

 


 

უფალო, იხსენ ბოროტთაგან და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი (სახელი), მასწავლელი ჩემი, განწმინდე ბიწთაგან სულიერთა და ხორციელთა, წმიდათა ანგელოსთა ლოცვით დამიცევ, განაშორე ყოველგვარ ბოროტებათა, მიჰმადლე დღეგრძელობა, ნუ დასჯი ცოდვათა ჩემთათვის.
უფალო, განუხსენ ყოველი შეცოდებანი ჩემნი. სულიერებაში განადიდე. მიჰმადლე სიბრძნე და სიყვარული. მისი ლოცვებით მომმადლე ცოდვათა შენდობაი. უხვად გარდამოუვლინე მდიდარნი წყალობანი შენნი, შეწევნითა შენითა მიჰმადლე წრფელად ცხოვრება, ხილულ და უხილავ მტერთაგან დაიცევ. იხსენ კაცთა ბოროტ უსამართლობათაგან. დაგვიფარე მისი სამწყსო, რომ სინანულით მოვიდეთ განსვენებულ ცხოვრებაში.
ჰოი, უსაზღვროდ წმიდაო, ტკბილო იესო, უზომოდ კეთილო, განწმინდე სიწმინდითა შენითა სულიერი მამა მოძღვარი (სახელი), მასწავლელი ჩემი. განამართლე სიმართლითა შენითა, გულმოწყალებითა შენითა დაიცვენ. ნუ დაგვაკლებ ზეცისა შენისა სასუფეველსა, რათა ერთობით დავიმკვიდროთ ცათა სუფევა, სულიერ შვილებს მისი ლოცვებით მოგვმადლე ცოდვათა შენდობა, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დედაო ღვთისაო, შენ ჰხედავ შრომასა და მწუხარებასა მამისა, მოძღვრისა (სახელი) მასწავლელისა ჩემისა, შენ იცი ყველა საიდუმლო მისი ფიქრებისა, შენი ძლიერი ხელი აღუპყარ, ბოროტ ადამიანთაგან დაიცვენ, შეუმსუბუქე ტანჯვა, საფარველსა ქვეშე შენსა დაიფარე. აკურთხე მისი საქმენნი, მისი ლოცვებით მომმადლე მოთმინება, თავდაბლობა, სიმტკიცე, უმანკოება, მორჩილება, მდუმარება და სასოება.ამინ.
ბმულები

 

კალენდარი

«  ოქტომბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ძებნა

დატოვეთ შეტყობინება

100

საგალობლები

free counters
Free counters
 
Create a free website with uCoz